ერდოღანი: „მდინარე ევფრატის აღმოსავლეთის ტერ-ორგანიზაციებიდან გასაწმენდად მზად ვართ“

ერდოღანი მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში ლიდერების დიალოგის სამიტზე სიტყვით გამოვიდა

1276050
ერდოღანი: „მდინარე ევფრატის აღმოსავლეთის ტერ-ორგანიზაციებიდან გასაწმენდად მზად ვართ“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთის ტერ-ორგანიზაციებიდან გასაწმენდად მზად არიან. მან ამის შესახებ, გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობის მიზნით ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში ლიდერების დიალოგის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ დღეისათვის მსოფლიოში მრავალი პრობლემის მიზეზი მატერიალური შესაძლებლობის ნაკლებობა კი არ არის არამედ, თანაგრძნობის და თანადგომის ნაკლებობაა. მან ისიც აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით, თურქეთი მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს რა, მათ ქვეყანაში 3,6 მილიონი ლტოლვილი აფარებს თავს, რომლების მიმართაც 40 მილიარდი დოლარი დახარჯეს. „სირიაში ტერორისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სკოლები, საავადმყოფოები და მრავალი მსგავსი პროექტები წარმატებით განვახორციელეთ, ახლა რიგი მოვიდა,  მდინარე ევფრატის აღმოსავლეთზე და ამ ტერიტორიების ტერ-ორგანიზაციებისგან გათავისუფლების საკითხშიც მტკიცე გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. როდესაც ამ რეგიონში უსაფრთხო ზონას ჩამოვაყალიბებთ, სხვა რეგიონებში განხორციელებულ პროექტებს აქაც დავიწყებთ. ამ თვალსაზრისით გაერო-ს მიერ დაწყებულ პროექტებში ინტენსიურად ვართ ჩართული და სამომავლოდაც გავაგრძელებთ“.



მსგავსი ინფორმაციები