ერდოღანი სიტყვით გამოვიდა კლიმატურ სამიტზე
“17 წლის განმავლობაში 4 მილიარდი ნერგი დავრგეთ“

პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა გაეროს 74-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ ორკში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების სამიტზე და თქვა, რომ განახლებადი ენერგიის სფეროში თურქეთი არის რეგიონის ლიდერი ქვეყანა და ელექტროენერგიის 30 პროცენტზე მეტი, სწორედ განახლებადი ენერგიისგან მიიღება. "თურქეთი ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, რომელიც ზრდის ტყეების ფართობებს. ბოლო 17 წლის განმავლობაში 4 მილიარდი ნერგი დავრგეთ, ხოლო 11 ნოემბერს კი, კიდევ 11 მილიონ ნერგს დავრგავთ", განაცხადა ერდოღანმა. იგი პლასტიკური პარკების გამოყენებასაც შეეხო და თქვა, რომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან შემოღებული შეზღუდვების შედეგად, ქვეყანაში სამჯერ შემცირდა მათი გამოყენება. ”ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი პროგრესი ნარჩენებისა და მათი გადამუშავების მენეჯმენტში, კლიმატის მეგობარი ტექნოლოგიისა და ენერგორესურსების გამოყენებაში”, ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა