ერდოღანი ნიუ-ორკში ჩავიდა

იგი მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიებში

1273912
ერდოღანი ნიუ-ორკში ჩავიდა

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი,  გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქ ნიუ–იორკში ჩავიდა და კენედის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, თურქეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ფერიდუნ სინირლიოღლუ, თურქეთის ელჩი ვაშინგტონში სერდარ ქილიჩი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. რ. თ. ერდოღანს და მის მეუღლე ემინ ერდოღანს თან ახლავენ ხაზინასა და ფინანსთა მინისტრი ბერატ ალბაირაქი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, გარემოსა და ურბანიზაციის მინისტრი მურატ  ქურუმი, ვაჭრობის მინისტრი რუჰზარ ფექჯანი, პრეზიდენტის კომუნიკაციების  დეპარტამენტის უფროსი ფაჰრეტტინ ალთუნი და პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი. იმ სასტუმროს წინ, სადაც ერდოღანი გაჩერდა, ათასობით ამერიკელი თურქი შეიკრიბა და ისინი მხურვალე აპლოდისმენტებით მიესალმნენ თურქეთიდან ჩამოსულ სტუმრებს



მსგავსი ინფორმაციები