პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ში მიემგზავრება

ერდოღანი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირისპირ შეხვდება

1273500
პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ში მიემგზავრება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე დასასწრებად ხვალ, ამერიკაში მიემგზავრება. ერდოღანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირისპირ შეხვდება რა დროსაც,  სირიის ჩრდილოეთში ჩამოსაყალიბებელ უსაფრთხო ზონის და სხვა საკითხებს განიხილავენ. ერდოღანი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზეც სიტყვით გამოვა  და მსოფლიო საზოგადოებას, უსაფრთხო ზონის, სირიელი მიგრანტებისათვის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. თურქეთის პრეზიდენტი ნიუ-იორკში ასევე, გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერესს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ინგლისის პრემიერ-მინისტრ  ბორის ჯონსონს და სხვა ქვეყნების ლიდერებსაც შეხვდება.



მსგავსი ინფორმაციები