ოპერაციები როგორც საზღვრებს მიღმა ასევე ქვეყნის შიგნითაც უწყვეტლივ გრძელდება

რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

1272817
ოპერაციები როგორც საზღვრებს მიღმა ასევე ქვეყნის შიგნითაც უწყვეტლივ გრძელდება

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებული მორიგი საჰაერო ოპერაციის შედეგად, PKK-ს კიდევ 6 ტერორისტი იქნა განეიტრალებული. საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის სამინისტრო სოციალური ქსელით   განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ ერაყის ჩრდილოეთში წარმატებით წარმოებული ოპერაცია „კლანჭი-3“-ის ფარგლებში ჰაფთანის და ავაშინის  რეგიონებში განხორციელებული მორიგი საჰაერო ოპერაციის შედეგად სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, PKK-ს კიდევ ექვსი  ტერორისტი იქნა განეიტრალებული. მეორეს მხრივ, შიდა უსაფრთხოების ფარგლებში ჰაქქარიში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რომელშიც რეგიონის ჟანდარმერია და ეროვნული დაზვერვის სამსახური იყო ჩართული,  კიდევ ორი ტერორისტი იქნა განეიტრალებული.“

რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები