ვიცეპრეზიდენტი ოქთაი ბაქოში იმყოფება

ოქთაი თურქეთ-აზერბაიჯანის რიგით მერვე შერეული ეკონომიკური კომისიის შეკრებაზე დასასწრებად გუშინ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაემგზავრა

1270284
ვიცეპრეზიდენტი ოქთაი ბაქოში იმყოფება

ვიცეპრეზიდენტი ფუათ ოქთაი თურქეთ-აზერბაიჯანის რიგით მერვე შერეული ეკონომიკური კომისიის შეკრებაზე დასასწრებად გუშინ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაემგზავრა.

ფუათ ოქთაი საღამოს საათებში ბაქოში თურქეთის საელჩოში აზერბაიჯანში მოღვაწე თურქ ბიზნესმენებს შეხვდა.

მან ბიზნესმენებს სიტყვით მიმართა და განაცხადა: „ჩვენი პრეზიდენტის ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბატონ ილჰამ ალიევის მიერ გამოცხადებული სერიოზული მიზნები არსებობს. 15 მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობა. ეს მიზანი 2023 წლისთვის დაისახა. ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაზრდის კუთხით არ ვუდგებით. ამავდროულად როგორც აზერბაიჯანის ასევ თურქეთის სავაჭრო ბრუნვის უფრო მეტად გაზრდით შემოსავლის გაზრდასთან დაკავშირებული მიზანია. აზერბაიჯანის 23-24 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია.“

თურქეთის ვიცეპრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის აწგანსვენებული პრეზიდენტის ჰაიდარ ალიეის საფლავი, შემდეგ კი 20 იანვარს დაღუპულთა მემორიალი.

ფუათ ოქთაიმ ასევე მოინახულა ბაქოს თურქული საძმო სასაფლაო, იგი გვირგვინით შეამკო და ჩანაწერი გააკეთა სამახსოვრო წიგნში.



მსგავსი ინფორმაციები