ჩავუშოღლუმ ნეთანიაჰუს განცხადებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა

მევლუდ ჩავუშოღლუმ ნეთანიაჰუს განცხადებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა

1267285
ჩავუშოღლუმ ნეთანიაჰუს განცხადებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ, ანექსირებული იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე არალეგალური ებრაული დასახლებების „ანექსიის“ დაპირების გამო ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ მწვავე რეაქცია გამოხატა და დასძინა: „წინასაარჩევნოდ ყოველგვარი არალეგალური, უკანონო და აგრესიული გზავნილების გამკეთებელი ნეთანიაჰუს საარჩევნო დაპირება რასისტული აპარტეიდი სახელმწიფოა. ჩვენი პალესტინელი ძმების უფლებებსა და სამართალს ბოლომდე დავიცავთ.“    

ნეთანიაჰუმ 17 სექტემბერს გასამართ ვადამდელ არჩევნებამდე ჩატარებულ პრესკონფრენციაზე განაცხადა, რომ ისევ არჩევის შემთხვევაში „მოკლე დროში“ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იორდანიის ხეობას აშშ-ს ხელისუფლებასთან კოორდინირებულად „ისრაელს შეუერთებს.“

ნეთანიაჰუ 9 აპრილის საპარლამენტო არჩევნებამდე გამარჯვების და კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში იგივე პირობას დებდა. ისრაელში აშშ-ს ელჩი დევიდ ფრიდმანიც აცხადებდა, რომ ისრაელს „უფლება აქვს“ იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ზოგიერთი ნაწილი მიიერთოს და ამით ნეთანიაჰუს მხარდაჭერას უცხადებდა.

ისრაელს 1967 წელს ანექსირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 250-მდე არალეგალური ებრაული დასახლება აქვს და აქ 400 ათასზე მეტი ებრაელი ცხოვრობს.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით ანექსირებულ ტერიტორიებზე არსებული ყველა ებრაული დასახლება არალეგალურადაა აღიარებული.



მსგავსი ინფორმაციები