ანტიტერორისტული ოპერაციები ქვეყნის შიგნითაც გრძელდება

ლიკვიდირებულია კიდევ 3 სეპარატისტი

1266473
ანტიტერორისტული ოპერაციები ქვეყნის შიგნითაც გრძელდება

 

ქვეყნის შიდა უსაფრთხოების ოპერაციების ფარგლებში, დიარბაქირში 2 და მარდინში 1 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შიდა უსაფრთხოების ოპერაციების ფარგლებში, დიარბაქირის ოლქის გორესეს რაიონში, ერთდროული ოპერაცია განახორციელეს დიარბაქირისა და ელაზიღის ჟანდარმერიამ და შესძლეს 2 ტერორისტის განეიტრალება, ხოლო კიდევ 1 სეპარატისტი კი მარდინის ოლქის ართუქლუს რაიონში იქნა განეიტრალებული და იგი პკკ-ას პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა მარდინის ოლქში. ამავე განცხადებით, რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები