იაშარ გულერი ამერიკელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს უსაფრთხო ზონის შექმნის საკითხი

1265541
იაშარ გულერი ამერიკელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა იაშარ გულერმა, თავის ამერიკელ კოლეგა, არმიის გენერალ ჯოზეფ დანფორდთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში, კონკრეტულად კი ევფრატის აღმოსავლეთში, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონებში უსაფრთხო ზონის შექმნას, მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ყოველგვარი დროის დაკარგვის გარეშე და რაც შეიძლება უმოკლეს დროში ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო, სოციალურ ქსელ  Twitter–ით გავრცელებულ მესიჯში იუწყება, რომ თურქი გენერალი იაშარ გულერი, აშშ-ის გენერალური შტაბის უფროს, გენერალ დუნფორდს ტელეფონით ესაუბრა. ”გენერალური შტაბის უფროსმა იაშარ გულერმა, სირიაში, ევფრატის აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნის შესახებ თავის ხედვა და მოლოდინები ამცნო რა ამერიკელ კოლეგას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხო ზონა უნდა შეიქმნას დადგენილ კალენდარში და დადგენილი პრინციპების ფარგლებში,” აღნიშნულია ამ განცხადებაში  



მსგავსი ინფორმაციები