თურქეთის ყველაზე მსხვილი მესამე სავაჭრო პარტნიორი ჩინეთი გახდა
თურქეთის ყველაზე მსხვილი მესამე სავაჭრო პარტნიორი ჩინეთი გახდა
იზმირის საერთაშორისო ბაზრობის გამოფენაზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ, რუჰსარ ფექჯანმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს წლიური სავაჭრო ზრდის ფარგლებში 23,6 მილიარდი დოლარით ჩინეთი, თურქეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორების რიგში მესამე ადგილზეა. „ჩინეთთან მხოლოდ სავაჭრო პარტნიორობა არ გაგვაჩნია. ჩვენ, მათთან ორმხრივი ინვესტიციების მემორანდუმსაც მოვაწერეთ ხელი. ჩინეთის სავაჭრო მინისტრის ამ გამოფენაზე მონაწილეობა მართლაც და მნიშვნელოვანია. გასულ წელს, იზმირის საერთაშორისო ბაზრობის გამოფენას 1,2 მილიონი ადამიანი ეწვია. მიმდინარე წელს კი ამ რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას ველოდებით. იზმირი ისტორიული აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ნაწილია და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს კარია. გამოფენაზე, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან ასევე ჩინეთიდან და ინდოეთიდან მრავალი სტუმარი გვყავს. ეს კი ჩვენი ქვეყნის როგორც ეკონომიკური ასევე კულტურის გაცნობის მიზნით მნიშვნელოვანია,“ განაცხადა რუჰსარ ფექჯანმა. შეგახსენებთ, რომ იზმირის საერთაშორისო ბაზრის გამოფენა გუშინ დაიწყო და 15 სექტემბრამდის გაგრძელდება. გამოფენაზე 39 ქვეყნიდან 180-მდე ფირმა იღებს მონაწილეობას.