ვილბერ როსი თურქეთში იმყოფება
როსი 9 სექტემბერს ანკარაში, თურქეთის ვაჭრობის მინისტრ, რუჰსარ ფექჯანთან გამართავს შეხვედრას
1265008
აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი ვილბერ როსი სხვადასხვა შეხვედრების მიზნით ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩამოვიდა. იგი პირველ შეხვედრებს სტამბოლში, ბიზნესის სამყაროს წარმომადგენლებთან გამართავს. ვილბერ როსი 9 სექტემბერს ანკარაში, თურქეთის ვაჭრობის მინისტრ, რუჰსარ ფექჯანთან გამართავს შეხვედრას.