ანკარაში ლიბანის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

ლიბანის პრეზიდენტის მიერ ოსმალეთის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ ბეირუთში მდებარე თურქეთის საელჩოზე პროვოკაცია მოაწყვეს

1264798
ანკარაში ლიბანის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

ლიბანის პრეზიდენტის მიშელ ავნის მიერ ოსმალეთის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ ბეირუთში მდებარე თურქეთის საელჩოზე პროვოკაცია მოაწყვეს.

გუშინ დილით დაახლოებით 06.00 საათზე 8-10 კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა ბეირუთში მდებარე თურქეთის საელჩოს კანცელარიის კარებზე ჩამოკიდეს მუქარის შემცველი პლაკატები.    

ამის გამო ანკარაში ლიბანის ელჩი გასამ მუალიმი საგარეო საქმეთა სამინსიტროში გამოიძახეს და მასთან მომხდარის გამო უკმაყოფილება გამოხატეს.   

მუალიმს განუცხადეს, რომ ამ პირების კანცელარიის კარებამდე მიახლოება, უპირველს ყოვლისა, თურქეთის საელჩოს უსაფრთხოების კუთხით შემაშფოთებელია.

ამასთანავე ბეირუთში თურქეთის საელჩოს თაოსნობით ლიბანში თურქეთის ყველა ინტერესის დაცვისათვის საჭირო უსაფრთხოების ზომების დაუყოვნებლივ გატარება იქნა მოთხოვნილი.

ამ ასპექტში მსგავსი ნაბიჯები გადაიდგა ასევე ბეირუთში თურქეთის საელჩოს მიერ ლიბანის სათანადო ორგანოებში.



მსგავსი ინფორმაციები