სამართალდამცველებს ჩაბარებული PKK-ს ტერორისტის აღიარება

სამართალდამცველებს ჩაბარებული PKK-ს ტერორისტის აღიარება

1264393
სამართალდამცველებს ჩაბარებული PKK-ს ტერორისტის აღიარება

ვანის პროვინციის დაბა, ჩათაქში დამაჯერებელი მოლაპარაკებების შედეგად სამართალდამცველებს ჩაბარებულმა სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, PKK-ს ტერორისტმა აღიარა, რომ  ტერ-ორგანიზაციაში შიდა  წამების და სიკვდილით დასჯის პროცესი დაიწყო. ვანის გუბერნიიდან გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტმა აღიარა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული წარმატებული ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად,  PKK/KCK-ს სერიოზული დანაკარგები მიადგა რა,  მათ შორის ტერ ორგანიზაციის ლიდერებიც არიან. მისივე თქმით, ტერ-ორგანიზაციის ლიდერები ქვედა ფენის ტერორისტებს საშინლად აწამებენ და ხანდახან სიკვდილითაც კი სჯიან რა, ამ ყველაფრისგან თავის დაღწევის მსურველი პკკაელები მათ გაურბიან. PKK-ს ტერორისტი სამართალდამცველებისთვის მიცემულ ჩვენებაში იმასაც აღნიშნავს, რომ 18 წლის ქვემოთ მყოფ ბავშვებს სხვადსხვა დაპირებებით ატყუებენ და ტერ-ორგანიზაციაში აწევრიანებენ,  შემდეგ კი,  მათ სხვადასხვა ტერაქტებში იყენებენ. იგი ასევე ჩვენებაში იმასაც აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ნამდვილი სახე ყველამ კარგად  რომ  იცოდეს, ტერ-ორგანიზაციაში არავინ გაწევრიანდება.



მსგავსი ინფორმაციები