პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩეხეთის პრემიერი მიიღო

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტის კომპლექსში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა

1263501
პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩეხეთის პრემიერი მიიღო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარაში მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშთან პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტის კომპლექსში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციაზე ერდოღანმა აღნიშნა, რომ სირიის ჩრდილოეთში მდებარე უსაფრთხო ზონის საკითხზე მიცემული პირობები არ სრულდება და თურქეთის მიმართ შესაძლო საფრთხეების წინააღმდეგ საჭირო ნაბიჯები იდგმება.

„ამჟამად უსაფრთხო ზონის საკითხს თავად აყენებენ დღის წესრიგში, როდესაც ვამბობთ მოდით, მოპასუხე მხარეს ვერ ვნახულობთ. უსაფრთხო ზონის მხოლოდ სახელი დარჩა, სხვა რამე ვითარებაზე საუბარიც არ არის“ - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ქალაქ იდლიბში არსებულ ადამიანურ ტრაგედიაზეც ისაუბრა, დასძინა, რომ იდლიბი ნელ-ნელა ნადგურდება და დაამატა: „ყველაფერის ამის მიართ შეუძლებელია გაჩუმება. რუსეთთან მოლაპარაკებები გავმართეთ და ისევე ვმართავთ. გვექნება რუსეთ-თურქეთ-ირანის მოლაპარაკება. ამ თვეში ამ შეხვედრებს ისევ გავმართავთ. მაგრამ ჩვენი მიზანია ჟენევამდე ზოგიერთი ნაბიჯის გადადგმა.“

თურქეთის პრეზიდენტი ლტოლვილთა თემასაც შეეხო და აღნიშნა: „ჩვენს მიერ გაწეულმა ხარჯმა დაახლებით 40 მილიარდ დოლარს მიაღწია. მაგრამ ევროკავშირმა სამწუხაროდ 3 მილიარდი ევროც კი არ დახარჯა. ისევ გავაკეთეთ, ვაკეთებთ ტაქტიკით დროის გაყვანას ცდილობენ. მაგრამ ასე თუ ისე, ჩვენ ამ 4 მილიონ ადამიანს რაც შეგვიძლია ვეხმარებით და დახმარებს გავაგრძელებთ.“

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერმა ბაბიშმა კი დასძინა, რომ  პრეზიდენტ ერდოღანის სირიაში უსაფრთხო ზონის თაობაზე წინადადება ძალიან კარგია და დაამატა: „აქ თურქეთი იმას კი არ ამბობს ჩვენ ფული გამოგვიგზავნეთ, არამედ ამბობს, რომე ეს რეგიონი შექმნას, სკოლები, სახლები და ინვესტიციები გაკეთდეს.“

მისივე თქმით, თურქეთი ჩეხეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ნატოს ფარგლებში მოკავშირეა და ორ ქვყანას შორის სავაჭრო მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.

ერდოღან-ბაბიშის შეხვედრაზე ამასთანავე შეფასებული იქნა ორი ქვეყნის ურთიერთობები და რეგიონალური მოვლენები.



მსგავსი ინფორმაციები