ჩავუშოღლუ სლოვენიას სტუმრობს
იგი ამ ქვეყნის ლიდერებმა მიიღეს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სლოვენიასთან გააძლიერებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხოლო ამის პარალელურად ურთიერთ ინვესტიციებსაც გაზრდიან. თურქი მინისტრი სლოვენიაში, მე-14 ბლედის სტრატეგიულ ფორუმში იღებს მონაწილეობას და მის ფარგლებში იგი ჯერ ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ბორუთ პაჰორმა, შემდეგ პრემიერ მინისტრმა მარჯან სარეკმა და ბოლოს თავისმა სლოვენიელმა კოლეგამ მირო ჯერარმა მიიღეს. ამ შეხვედრებთან დაკავშირებით ჩავუშოღლუმ სოციალურ ქსელ ტვიტტერის საშუალებით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: "სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრ მირო ჯერართან შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური მოვლენები. ჩვენ შევთანხმდით, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გავაძლიერებთ ეკონომიკურ ურთიერთობებსაც და ურთიერთ ინვესტიციებსაც."