თურქეთი, ევფრატის აღმოსავლეთს ტერორისტებისგან გაწმენდს

თურქეთს, ევფრატის აღმოსავლეთის ტერორისტებისგან გაწმენდის საკითხში მტკიცე გადაწყვეტილება აქვს მიღებული

1262056
თურქეთი, ევფრატის აღმოსავლეთს ტერორისტებისგან გაწმენდს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთის ტერორისტებისგან გაწმენდის საკითხში მტკიცე გადაწყვეტილება აქვთ მიღებული. მან ამის შესახებ გუშინ კონიაში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „თურქეთის მიერ სირიელი ჩაგრულებისთვის თავშესაფრის მიცემა სინდისის საკითხია. ჩვენ ამით მსოფლიოს ადამიანობა დავანახეთ. თურქეთს „ევფრატის ფარის“ და „ზეთისხილის რტოს“ სახელწოდებების ოპერაციები რომ არ განეხორციელებინა, ჩვენი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ შესაძლოა ტერორის დერეფანი ჩამოყალიბებულიყო. ჩვენ ამ ორი ოპერაციით ‘ბნელ ძალებს’ სერიოზული გაკვეთილი ჩავუტარეთ. რაც შეეხება მდინარე ევფრატის აღმოსავლეთს,  აქაურობასაც ტერორისტებისგან აუცილებლად გავწმენდთ და ჩვენ ამ საკითხში მტკიცე გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. ჩვენს მეორე მეზობელ ერაყში, „კლანჭი“ სახელწოდების ოპერაციებით ტერორისტებს სერიოზული ზიანი მივაყენეთ. ასე, რომ როგორც სირიაში ასევე ერაყში ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციებით, სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია PKK-ს ჩვენს ქვეყანაში მოქმედების არეალი შეიძლება ითქვას, რომ შეუწყდა. ასევე ჩვენი შეიარაღებული ძალები, ქვეყნის შიგნით 365 დღის განმავლობაში ატარებენ  ოპერაციებს და ტერორისტებს თვალის გახელის უფლებასაც კი აღარ აძლებენ,“ განაცხადა პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები