დღეს 30 აგვისტო, თურქი ერის გამარჯვების დღეა

ლიდერებმა მისალოცი მესიჯები გაავრცელეს

1261011
დღეს 30 აგვისტო, თურქი ერის გამარჯვების დღეა

 

დღეს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში გამარჯვების 97-ე წლისთავია და როგორც წინა წლებში, თურქეთში და საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში 30 აგვისტო სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება რა, დამოუკიდებლობის ბრძოლის ყველა გმირის, განსაკუთრებით კი გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის სულს, პატივისცემით მოიგონებენ.

ამ დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მესიჯები გაავრცელეს ქვეყნის ლიდერებმა.

დიდი ეროვნული პარლამენტის თავჯდომარემ მუსტაფა შენთოფმა აღნიშნა, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დღეებში ათათურქის სარდლობით თურქმა ერმა და უიარაღო და ფეხშიშველა არმიამ თითქმის შეუძლებელი შესძლეს და კბილებამდე შეიარაღებული ანტანტის ძალებსაც და საბერძნეთის არმიასაც უპრეცედენტო დამარცხება აგემეს.

იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამიტ გულმა თავის გზავნილში თქვა: ”ჩვენმა ერმა აჩვენა, რომ ის არ დაუშვებს რაიმე ღალატს, მცდელობებს, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და მომავალს. ”ის, რაც დღეს უნდა გავაკეთოთ, არის ჩვენი რესპუბლიკის კიდევ უფრო განდიდება და განმტკიცება იმ ერთიანობის, სოლიდარობისა და ძმობის სულისკვეთებით, რომელიც ჩვენ ათასი წლის განმავლობაში შევინარჩუნეთ.”

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა მისალოც მესიჯში ყურადღება გაამახვილა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაზე და აღნიშნა: ”თურქეთის გმირული არმია, როგორც ყველაზე რთულ პერიოდში, ახლაც, მისი ქვეყნისა და ერის დასაცავად კვლავ მთელი კატეგორიულობით იბრძვის და ასე გააგრძელებს მომავალშიც“



მსგავსი ინფორმაციები