ერდოღანმა მისალოცი მესიჯი გაავრცელა

“აგვისტოს ბოლო კვირა, თურქი ხალხის გამარჯვებებით სავსე კვირაა“

1258533
ერდოღანმა მისალოცი მესიჯი გაავრცელა

 

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგვისტოს ბოლო კვირა, თურქეთის ისტორიაში მრავალჯერ შესულა როგორც  გამარჯვების კვირა, ხოლო პირველი გამარჯვების, მალაზგირთის ბრძოლის სული კი ყოველთვის წინ გაუძღვება თურქ ერს და ხალხს. ერდოღანმა მალაზგირთის (1071) ომში და ანატოლიის ანტანტის ქვეყნების ოკუპაციისაგან განთავისუფლებისათვის დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში (1919-1922) გამარჯვების კვირეულებთან დაკავშირებით ოფიციალური მესიჯი გაავრცელა და აღნიშნა, რომ ანატოლიის მიწებს არავის არ დაუთმობენ და იგი ყოველთვის თურქების სამშობლოდ დარჩება. ”30 აგვისტოს ეპიკური გამარჯვებით კი, საფუძველი ჩაეყარა ჩვენს რესპუბლიკას, ჩვენს საერთო მემკვიდრეობას”, ხაზგასმულია ამ მესიჯში. მისივე თქმით, მალაზგირთის ბრძოლის აქეთ მრავალჯერ შეეცადნენ თურქი ხალხის დამონებას, მაგრამ, მთელი ამ ხნის განმავლობაში თურქი ხალხის ერთიანობამ და სოლიდარობამ მტრების ეს მცდელობები გაანადგურა, ხოლო 1922 წლის 30 აგვისტოს გამარჯვებით, კიდევ ერთი წმინდა გამარჯვება მოიპოვეს, რითაც ახალი, წინსვლის ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნისა და ხალხის მომავლისკენ



მსგავსი ინფორმაციები