ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1257408
ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღან-პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების ჩათვლით, სირიაში და ლიბიაში მიმდინარე მოვლენები იქნა განხილული. თურქეთის პრეზიდენტმა, პუტინს განუცხადა, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ იდლიბში ‘დეესკალაციის ზონაში’ განხორციელებული თავდასხმები სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს. მან ასევე აღნიშნა, რომ იდლიბში თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტებზე განხორციელებული თავდასხმები, კრიზისის მოგვარებას ერთგვარ ჩიხში შეიყვანს რა, თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზულ რისკებს შეუქმნის.



მსგავსი ინფორმაციები