ვარანკი ბერლინს ეწვევა
იგი აქ მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაში

თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრი მუსტაფა ვარანკი, 22 აგვისტოს გერმანიაში, თურქეთ-გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაზე დასასწრებად დედაქალაქ ბერლინში გაემგზავრება. ეს კონფერენცია გაიმართება გერმანიის ფედერალური ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი პიტერ ალთმაიერის ინიციატივით. თურქი მინისტრი ამ კონფერენციაზე საპატიო სტუმარი იქნება, ხოლო თურქეთიდან მასში მონაწილეობას მიიღებენ ის სხვადასხვა საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში. ამავე კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ორი, "ხელოვნური ინტელექტის" და "ციფრული ტრანსფორმაციის" თემებზე სემინარები, მოკლედ, ეს იქნება მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო, სამრეწველო და კომერციული ურთიერთობების განვითარებას. ამ ვიზიტის ფარგლებში ვარანკი ეწვევა გერმანიის წამყვან, მაქს პლანკისა და ფრაუნჰოფერის ინსტიტუტებს, რომლებიც მუშაობენ ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის ძირითად და გამოყენებით კვლევებზე, ხოლო ბოლოს კი იგი შეხვდება როგორც გერმანიაში მოღვაწე თურქ მეცნიერებს, ასევე თურქ და გერმანელ ინვესტორებსაც