სტივენ ტვიტი შანლიურფას ეწვია

მან აქ მშენებარე “ერთობლივი ოპერაციის ცენტრი“ მოინახულა

1253332
სტივენ ტვიტი შანლიურფას ეწვია
milli savunma bakanligi.jpg

 

აშშ-ის ევროპული ძალების უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სტივენ ტვიტი, სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხო ზონის ერთობლივი ოპერაციული ცენტრის მშენებლობის ფარგლებში, ქალაქ შანლიურფას ეწვია და ხსენებული “ერთობლივი ოპერაციის ცენტრი“ მოინახულა“. ამ ვიზიტთან დაკავშირებით თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ ტვიტერის საშუალებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: “აშშ-თან კოორდინირებით, სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხო ზონის შექმნის ფარგლებში, ანკარაში დასრულებული შეხვედრების კვალდაკვალ, ქალაქ შანლიურფას ეწვია აშშ-ის ევროპული ძალების უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სტივენ ტვიტი და მოინახულა ამ ქალაქში მშენებარე “ერთობლივი ოპერაციის ცენტრი“, რის შემდეგაც იგი კვლავ ანკარაში დაბრუნდება და გენერალურ შტაბში დაგეგმილი შეხვედრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება“



მსგავსი ინფორმაციები