თურქეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა სირიის  „უსაფრთხო ზონაში“ საკონტროლო ფრენები დაიწყეს

თურქეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა სირიის  „უსაფრთხო ზონაში“ საკონტროლო ფრენები დაიწყეს

1252506
თურქეთის უპილოტო საფრენმა  აპარატებმა სირიის  „უსაფრთხო ზონაში“ საკონტროლო ფრენები დაიწყეს

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-სთან,  სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში „უსაფრთხო ზონის“ შექმნის თაობაზე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მათმა  უპილოტო საფრენმა აპარატებმა (İHA) რეგიონში  მოვალეობის შესრულება დაიწყეს. თავდაცვის უწყებამ,   ანკარა-ვაშინგტონს შორის  სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში „უსაფრთხო ზონის“ შექმნის თაობაზე მიღწეული შეთანხმების საკითხზე  ახალი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-სთან კოორდინირებულად, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ‘უსაფრთხო ზონის’ და ერთობლივი ოპერაციის ცენტრის ჩამოყალიბებს, რომელიც შანლიურფაში უნდა განთავსდეს,   სამუშაოები გრძელდება. სწორედ ამის ფარგლებში ჩვენმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა (İHA) რეგიონში საკონტროლო ფრენები დაიწყეს.“  მეორეს მხრივ,  დიარბაქირის მე-7 კორპუსის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი სინან იაილა და სხვა დელეგაციის წევრები შანლიურფაში ჩავიდნენ სადაც,  ერთობლივი ოპერაციის ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით თურქეთში მყოფ ამერიკულ დელეგაციას შეხვდებიან და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.



მსგავსი ინფორმაციები