თურქეთი ქაშმირი-ჯამუს რეგიონთან დაკავშირებით პირველ შეფასებას აკეთებს

თურქეთმა, ინდოეთის ქაშმირი-ჯამუს რეგიონთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შემაშფოთებელი უწოდა

1248439
თურქეთი ქაშმირი-ჯამუს რეგიონთან დაკავშირებით პირველ შეფასებას აკეთებს

თურქეთმა, ინდოეთის კონსტიტუციის 370-ე მუხლის გაუქმებას, რომლითაც ქაშმირი-ჯამუს რეგიონს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა მინიჭებული,  შემაშფოთებელი უწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ინდოეთის მხრიდან მიღებული ამ გადაწყვეტილებით შეშფოთებული ვართ. ჩვენი ქვეყანა, თუ მხარეები მიზანშეწონილად მიიჩნევენ, შუამდგომლობის როლის შეთავსებისთვის მზად არის. ვიმედოვნებთ, რომ გაეროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საკითხთან დაკავშირებით, ორივე მხარის მიერ იქნება გათვალისწინებული. მხარეებს, საკითხის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოვუწოდებთ.“  შეგახსენებთ, რომ ინდოეთის მთავრობამ გააუქმა  კონსტიტუციის 370-ე მუხლი, რომლითაც ქაშმირი-ჯამუს რეგიონს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.



მსგავსი ინფორმაციები