მორიგი საჰაერო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში

ლიკვიდირებულია 6 სეპარატისტი

1247329
მორიგი საჰაერო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში

 

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, გუშინ საღმოს, მორიგი საჰაერო ოპერაცია ჩატარდა ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ჰაფტანის რეგიონში და ლიკვიდირებულ იქნა კიდევ 6 ქურთი სეპარატისტი. თურქეთი, 27 მაისის აქეთ, ჩრდილოეთ ერაყის მაღალმთიანეთში თავშეფარებული ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წევრების წინააღმდეგ, “კლანჭების“ სახელწოდების საჰაერო ოპერაციას აწარმოებს და მის ფარგლებში უკვე ლიკვიდირებულია 165 ტერორისტი, ხოლო ამის პარალელურად განადგურებულია ათობით თავშესაფარი, ბუნკერი, არსენალი, საცეცხლე წერტი და ა.შ. ამავე ინფორმაციით, რეგიონში საჰაერო ოპერაციები გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები