ერდოღანი სტამბოლშია

ამ მეგა ქალაქში კიდევ ერთი მართლმადიდებლური ეკლესია აშენდება

1247327
ერდოღანი სტამბოლშია

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა დღეს მონაწილეობა მიიღო სტამბოლში, სურიანული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში და აქ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ ანატოლიის მიწების ყოველთვის ღია იყო  მთელი მსოფლიოს დაჩაგრულებისთვის. ”ჩვენი კარიბჭეები, მიწები და გულები ბოლომდე ღია იყო ესპანეთიდან დაწყებული  ჩრდილოეთ აფრიკით დამთავრებული ყველა დაჩაგრულთათვის, რომლებიც ამ მიწებზე მოდიოდნენ და ეს გულები მომავალშიც ღია გვექნება”, ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ ამ ბოლო წლებში სირიიდან და ერაყიდან თითქმის 4 მილიონ ადამიანს მასპინძლობენ, რომელთა შორის არიან არაბები, ქურთები, თურქმენები, ასურიელები, იეზიდები და სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები რა, მათ თანაბარი სიყვარულით და ერთგულებით ექცევიან. მისივე თქმით ახალი სირიანული მართლმადიდებლური ეკლესია 2 წლის შემდეგ გადაეცემა ექსპლოატაციაში და იგი ხელს შეუწყობს და მოკრძალებულ წვლილს შეიტანს თურქეთში მცხოვრები ხალხების დაახლოება-დამეგობრებაში



მსგავსი ინფორმაციები