საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ მეორე  უმაღლესი სამხედრო საბჭოს შეკრება ხვალ  გაიმართება

საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ მეორე  უმაღლესი სამხედრო საბჭოს შეკრება ხვალ  გაიმართება

1245587
საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ მეორე  უმაღლესი სამხედრო საბჭოს შეკრება ხვალ  გაიმართება

თურქეთის უმაღლესი სამხედრო საბჭო (YAŞ) ხვალ  პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის  თავმჯდომარეობით პრეზიდენტის სასახლეში იკრიბება.  უმაღლესი სამხედრო საბჭოს დღის წესრიგის მთავარი თემა, თურქეთის შეიარაღებულ ძალებში დაწინაურება  და დანიშვნების განხილვები გახლავთ. უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრები გახლავთ, ვიცეპრეზიდენტი ბუათ ოქტაი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუის აქარი, იუსტიციის მინისტრი აბდულჰამიდ გული, შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, ხაზინის  და ფინანსთა მინისტრმა  ბერათ ალბაირაქი, განათლების მინისტრი ზია სელჩუკი, გენშტაბის ხელმძღვანელი იაშარ გიულერი, სახმელეთო ჯარების სარდალი უმით დუნდარი, საზღვაო ჯარების სარდალი ადნან ოზბალი და საჰაერო ძალების სარდალი ჰასან ქუჩუქაქიუზი გახლავთ.   შეხვედრის დაწყების წინ რეზიდენტ    ერდოღანის თავმჯდომარეობით საბჭოს წევრები ანითქაბირს (ათათურქის მავზოლეუმი) მოინახულებენ. უმაღლესი სამხედრო საბჭოს დასრულების შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი დამსწრე საზოგადოებად ვახშამზე უმასპინძლებს. მიღებული გადაწყვეტილებები კი პრეზიდენტის  ხელმოწერის შემდეგ ოფიციალურად ამოქმედდება.  



მსგავსი ინფორმაციები