იბრაჰიმ ერენმა ABU-ს მეხუთე ფორუმში მიიღო მონაწილეობა

იბრაჰიმ ერენმა სტამბოლში, TRT-ს მასპინძლობით გამართულ,  აზია-წყნარი ოკეანის მაუწყებლობის ასოციაციის (ABU)  მეხუთე, გლობალური ამბების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

1244942
იბრაჰიმ ერენმა ABU-ს მეხუთე ფორუმში მიიღო მონაწილეობა

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა, TRT-ს გენერალურმა დირექტორმა იბრაჰიმ ერენმა განაცხადა, რომ TRT-ს მიერ მომზადებულ ინფორმაციებს  ყველა ენდობა. იბრაჰიმ ერენმა სტამბოლში, TRT-ს მასპინძლობით მიმდინარე,  აზია-წყნარი ოკეანის მაუწყებლობის ასოციაციის (ABU)  მეხუთე, გლობალური ამბების ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც 35 ქვეყნიდან 120 წარმომადგენელი ესწრება. „ნდობა და რეალობა ჟურნალისტიკაში“ სახელწოდების ფორუმზე სიტყვით გამოსულმა ერენმა განაცხადა: „საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი მისია ჟურნალისტიკაში,  ნდობა და რეალობა გახლავთ. ვინაიდან მაყურებელს აქვს საშუალება  მრავალ  საინფორმაციო წყაროს ადევნოს თვალი. მათ შორის სოციალურ ქსელებსაც.  საერთაშორისო არენაზე მრავალი „ყალბი და ცრუ ამბები“ ვრცელდება. ეს კი ჩვენ, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებლობას, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რათა მაყურებელს, სანდო და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ.   TRT Haber-ის მიერ მომზადებული  ამბები,  ბოლო ერთი წლის მანძილზე მაყურებლის დიდ ინტერესს და ნდობას იწვევს. TRT-ს მიერ მომზადებულ ინფორმაციებს  ყველა ენდობა. თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის  მთავარი მისია, მოსახლეობისთვის სანდო ინფორმაციების მიწოდება გახლავთ. ინფორმაციები ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ უტყუარი ახალი ინფორმაციები მოვიპოვოთ და მაყურებელს მივაწოდოთ.“


საკვანძო სიტყვები: #სტამბოლი , #ფორუმი , #ABU , #იბრაჰიმ ერენი

მსგავსი ინფორმაციები