ჰულუსი აქარ-მარკ ესპერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ჰულუსი აქარ-მარკ ესპერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან, მარკ ესპერს ტელეფონით ესაუბრა. ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჰულუსი აქარმა, მარკ ესპერთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ მოითხოვა, ამერიკისგან სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK/YPG-სადმი მხარდაჭერა მთლიანად შეწყვიტოს. თურქეთი, ქვეყნის სამხრეთით ტერორის კორიდორის ჩამოყალიბების უფლებას არავის მისცემს. თურქეთის მიზანი არა მხოლოდ მისი ქვეყნის მშვიდობა და სუვერენიტეტია არამედ, რეგიონში მცხოვრებ ქურთების, არაბების, ასურელების, ქრისტიანების და იეზიდების მსგავსი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უსაფრთხოება და სუვერენიტეტიც გახლავთ.“ სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის მინისტრმა სატელეფონო საუბრის დროს იმაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომ თუ ამერიკა და თურქეთი, სირიაში ბუფერული ზონის საკითხზე ვერ შეთანხმდებიან, ანკარა დამოუკიდებლად აღასრულებს ამ საკითხს.