ჩავუშოღლუ: „S-400-ები  ნატოსთვის პრობლემას არ წარმოადგენენ“

ჩავუშოღლუ: „1-2 აგვისტოს ნურსულთანში სირიის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ“

1244885
ჩავუშოღლუ: „S-400-ები  ნატოსთვის პრობლემას არ წარმოადგენენ“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მათ მიერ რუსეთიდან შესყიდული, S-400-ის  საზენიტო-სარაკეტო სისტემები,  ნატოსთვის პრობლემას არ წარმოადგენენ. ჩავუშოღლუმ ამის შესახებ, ტაილანდის დედაქალაქში მიმდინარე,  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების (ASEAN) 52-ე შეხვედრის ფარგლებში თავის რუს კოლეგა,  სერგეი ლავროვთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ,  რუს ჟურნალისტებთან  საუბრის  დროს განაცხადა. მისივე თქმით,  თურქეთი ნატოს სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად იღებს მონაწილეობას. „ნატო-სთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ეს თვით გენერალური მდივნის ან კიდევ მისი მოადგილეების განცხადებებშიც ნათლად აისახება. S-400-ები  ნატოსთვის პრობლემას არ წარმოადგენენ. თურქეთი ნატო-ს მრავალ მისიაში აქტიურად იღებს მონაწილეობას. S-400-ების საკითხი,  ნატოს არცერთ სამიტზე არ დამდგარა დღის წესრიგში. S-400-ების საკითხი თურქეთ-ნატოს საკითხებს სცდება და ის, ანკარა-ვაშინგტონის საკითხია,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქმა დიპლომატმა რუს ჟურნალისტებთან საუბრის დროს,  სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1 და 2 აგვისტოს ყაზახეთის დედაქალაქ,  ნურსულთანში შეხვედრაა დაგეგმილი, რომელზეც სირიის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.



მსგავსი ინფორმაციები