თავდაცვის მინისტრი აქარი აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს სირიის საკითხებში ჯეიმს ჯეფრის შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელს სირიის საკითხებში ჯეიმს ჯეფრის შეხვდა

1240646
თავდაცვის მინისტრი აქარი აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს სირიის საკითხებში ჯეიმს ჯეფრის შეხვდა

ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელს სირიის საკითხებში ჯეიმს ჯეფრის შეხვდა და სირიის კრიზისი განიხილა.

აქარმა ჯეფრისთან შეხვედრაზე, ზოგიერთი ამერიკელი სამოქალაქო, სამხედრო მაღალი რანგის უფლებამოსილის, სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/YPG-ს ლიდერებთან სირიაში შეხვედრების გამო უკმაყოფილება გამოთქვა.  

ეროვნული თავდაცვის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქარი თურქეთში მყოფ ამერიკის სპეციალურ წარმომადგენელს სირიის საკითხებში ჯეიმს ჯეფრის შეხვდა.

აქვე ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განხილული იქნა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში „უსაფრთხო ზონის“ შექმნისა და დაეშ-თან ბრძოლის თაოსნობით სირიაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები.

„ამ ფარგლებში მინისტრი აქარის მხრიდან საუბარი იყო მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში თურქეთისა და ამერიკის მიერ კოორდინირებულად ერთად „უსაფრთხო ზონის“ შექმნის, ტერორგანიზაცია PKK/YPG-ს ელემენტების უსაფრთხო ზონიდან გაყვანის, ამასთანავე, რეგიონში არსებული საცეცხლე წერტილებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების განადგურების და მძიმე შეიარაღების აღების, საკუთარი საცხოვრებლებიდან გამოძევებული ჩვენი სირიელი ძმების თავიან სახლებში დასაბრუნებლად საჭირო პირობების შექმნის საჭიროების, თურქეთის არა ჩვენს ქურთ და არაბ ძმებთან და სხვა ეთნიკურ/რელიგიურ ჯგუფებთან არამედ დაეშ-თან და PKK/YPG-ელ ტერორისტებთან ბრძოლის საკითხებზე და უკმაყოფილება იქნა გამოთქმული ზოგიერთი ამერიკელი სამოქალაქო, სამხედრო მაღალი რანგის უფლებამოსილის ტერორგანიზაცია  PKK/YPG-ს ლიდერებთან სირიაში შეხვედრების გამო.“-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ შეხვედრაზე ორივე ქვეყნის სამხედრო დელეგაციების მხრიდან „უსაფრთხო ზონის“ შექმნასთან დაკავშირებით ერთობლივი სამუშაოების ხვალიდან თავდაცვის სამინიტროში გაგრძელების საკითხზე შეთანხმება იქნა მიღწეული.



მსგავსი ინფორმაციები