S-400 სისტემის მიღება გრძელდება

დღეს ანკარაში, მეოთხე რუსული თვითმფრინავი დაეშვა

1235103
S-400 სისტემის მიღება გრძელდება

 

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთის მხრიდან რუსული წარმოების რეგიონული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის, S-400 მიღება გრძელდება და მის ფარგლებში მიწოდების მეორე დღეს, ე.ი. დღეს, მეოთხე თვითმფრინავი დაეშვა ანკარის მურტედის საჰაერო ბაზაზე. რუსული სარაკეტო სისტემის მიწოდება გუშინ დაიწყო და ზოგიერთი სათადარიგო ნაწილები და პირველი ჯგუფის მასალები, 3 გიგანტური სატვირთო თვითმფრინავით ჩამოიტანეს. ასე რომ, მიწოდება ხდება რუსეთთან შეთანხმებული კალენდრის ფარგლებში. S-400 სისტემის  გადაცემა ანკარისათვის 3 ეტაპად მოხდება. მეორე ეტაპიც საჰაერო გზით მოხდება, ხოლო მესამე კი, რომელიც შედგება 120-ზე მეტი რაკეტისგან, ამ ზაფხულის მიწურულს, საზღვაო გზით მოხდება



მსგავსი ინფორმაციები