რუსეთმა დაიწყო S-400 რაკეტების მასალების მიწოდება
უახლოეს დღეებში თვით რაკეტების მიწოდებაც დაიწყება

რუსეთმა თურქეთისათვის S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის მიწოდება დაიწყო. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის პირველი ჯგუფის მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდება დღეს დაიწყო და ხსენებული მასალებით დატვირთული თვითმფრინავი დღეს, დედაქალაქ ანკარის მურთედის სამხედრო აეროპორტში დაეშვა. ამავე წერილობით განცხადებაში თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ თურქეთის მხრიდან S-400 ტიპის რუსული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვის კონტრაქტი გაფორმდა 2017 წლის 11 აპრილს და უახლოეს დღეებში თვით რაკეტების მიწოდებაც დაიწყება
მსგავსი ინფორმაციები

ჩავუშოღლუ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა
ჩავუშოღლუ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩს ესაუბრა