ერდოღანი სარაევოს ეწვევა

აქ მონაწილეობას მიიღებს ბალკანეთის სამიტში

1231553
ერდოღანი სარაევოს ეწვევა

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის განცხადებით,  რეჯეპ თაიპ ერდოღანი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის პროცესის სამიტში მონაწილეობის მიღების მიზნით, 8-9 ივლისს, ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოს ეწვევა. “თურქეთი, მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის ამაღლებას ბალკანეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამიტომ მხარს უჭერს რა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოებას, თვითაც საგრძნობი წვლილი შეაქვს ამ პროცესებში. სარაევოს შეხვედრის დროს, ბალკანეთის რეგიონის ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას დიდი ყურადღება დაეთმობა, ხოლო ამის პარალელურად ერდოღანი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს რეგიონის ლიდერებთან“, აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები