ჩავუშოღლუ-გუტერესს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ჩავუშოღლუ-გუტერესს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1231140
ჩავუშოღლუ-გუტერესს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშღლუმ,  გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერესს ტელეფონით ესაუბრა. დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, მევლით ჩავუშოღლუმ, ანტონიო გუტერესთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს,  სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD/YPG-ს მმართველობაში მყოფი ეგრეთ წოდებული SDG-ს (სირიის დემოკრატიული ძალების) შორის გაფორმებული  „სამოქმედო გეგმის“ საკითხი განიხილა. თურქმა დიპლომატმა ორი დღის წინ თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა, TRT-სთან ინტერვიუს დროს გაეროს ეს ქმედება მკაცრად დაგმო. ჩავუშოღლუმ სწორედ რომ TRT-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალურ მდივან, ანტონიო გუტერესთან სატელეფონო საუბრის გამართვას აპირებდა. შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროს საპროტესტო ნოტაც გაუგზავნა.



მსგავსი ინფორმაციები