თურქეთმა „ვაშინგტონ პოსტი“-ს პოზიცია მკაცრად დაგმო

თურქეთმა „ვაშინგტონ პოსტი“-ს პოზიცია მკაცრად დაგმო

1229799
თურქეთმა „ვაშინგტონ პოსტი“-ს პოზიცია მკაცრად დაგმო
ibrahim kalın.jpg

თურქეთმა, ამერიკული გაზეთის „ვაშინგტონ პოსტი“-ს  პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს ლიდერთაგან ჯემილ ბაიკის სტატია გამოაქვეყნა, მკაცრად დაგმო და გაზეთის ეს პოზიცია ტერორიზმის პროპაგანდად შეაფასა. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, ტერ ორგანიზაციებს შორის განსხვავებები არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ, მათი ტერ ორგანიზაცია,  PKK-ს მიმართ დამოკიდებულება სხვა ტერ ორგანიზაციებიდან დაეში-ს და ალ-ქაიდას მიმართ დამოკიდებულებას არ შეესაბამება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხშიც კი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა ტარდება.“ საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმაც.  ქალინი თავის  წერილობით განცხადებაში აღნიშნავს: „აშშ-ს და ევროპის მხრიდან ტერ ორგანიზაციად აღიარებულ PKK-ს ლიდერთაგან ჯემილ ბაიკის სტატიის ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნება, სერიოზული სკანდალია. მათი ეს ქმედება, ტერორის პროპაგანდაა.  ტერ ორგანიზაციის ლიდერის ქურთების წარმომადგენელად ჩვენება,  ქურთებისთვის დიდი შეურაცყოფაა. თურქეთი ნებისმიერი სახის ტერ ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს და ასე იქნება მომავალშიც.“



მსგავსი ინფორმაციები