თურქეთმა გაეროსა და SDG-ს შორის შეთანხმება სკანდალურ ნაბიჯად შეაფასა

ერდოღანმა ჩინეთიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებთან საუბრის დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1229859
თურქეთმა გაეროსა და SDG-ს შორის შეთანხმება სკანდალურ ნაბიჯად შეაფასა

თურქეთმა,  სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD/YPG-ს მმართველობაში მყოფი ეგრეთ წოდებული SDG-ს (სირიის დემოკრატიული ძალების) შორის გაფორმებული შეთანხმება სკანდალურ ნაბიჯად შეაფასა. საკითხთან დაკავშირებით  ერდოღანმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების დროს ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაეროს ეს ქმედება მიუღებელია. „გაეროს მხრიდან ერთი რომელიმე ტერ ორგანიზაციის ამ ფორმით მიღება და მათთან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმება, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, სკანდალია,“ განაცხადა ერდიღანმა.   პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს დღის წესრიგიც შეაფასა.  მან,  აშშ  F-35-ის საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და  შეახსენა, რომ აღნიშნულ გამანადგურებლებს ერთობლივად აწარმოებენ. პრეზიდენტმა,   აშშ-ირანს  შორის არსებულ დაძაბულობაში შუამდგომლობის საკითხზეც ისაუბრა და დასძინა: „იაპონიის პრემიერ, შინზო აბესთან შეხვედრის დროს მან მკითხა, თუ იქნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი ორივე ქვეყანას ერთობლივად შეეთავსა, ასევ ვუპასუხე, რატომაც არა. მე მას ვუთხარი რომ როგორც ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან ასევე სულიერ ლიდერ ალი ხამანეისთან მოლაპარაკებებს გავმართავ. თუ თქვენ ისურვებთ ერთადაც შეგვიძლია შევხვდეთ.“ ერდოღანმა,  ლიბიაში გენერალ ჰაფთარის ძალების მიერ თურქეთის მიმართ თავდასხმითი დამოკიდებულებაც შეაფასა და განაცხადა, რომ გაერომ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.   თურქეთის პრეზიდენტმა ბოლოს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში საბურღ სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გამო კვიპროსის ბერძნული მხარე და ევროკავშირი  მკაცრად გააკრიტიკა და დაამატა: „დღემდის კვიპროსის ბერძნულ მხარეს კანონის ფარგლებში არანაირი ნაბიჯი არ გადაუგდია. ასევე ევროკავშირიც არ მოქმედებს პატიოსნურად.   მათი პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ გამოძალვას ეყრდნობა. აღნიშნულ რეგიონში კანონის ფარგლებში უმოქმედობის უფლებას არავის მივცემთ.“



მსგავსი ინფორმაციები