ერდოღანი ჩინეთს ეწვია

რეჯეფ თაიფ ერდოღანი პეკინში სი ძინპინს შეხვდება

1228415
ერდოღანი ჩინეთს ეწვია
erdogan cin5.jpg
erdogan cin3.jpg
erdogan cin4.jpg

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი,  იაპონიაში ვიზიტის შემდეგ ჩინეთს ეწვია. ერდოღანს პეკინის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის ელჩი პეკინში, აბდულქადირ ემინ ონენი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჩინეთის ელჩი ანკარაში და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები დახვდნენ.

ერდოღანს თავისმა ჩინელმა კოლეგა, სი ძინპინმა ოფიციალური დახვედრის ცერემონია მოუწყო. ერდოღანმა პირისპირ შეხვედრის დაწყების წინ გაკეთებულ განცხადებაში ჩინეთში  ყოფნის გამო კმაყოფილება გამოთქვა და დაამატა, რომ თურქეთი და ჩინეთი ყველა სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარებას აპირებენ.

შეხვედრაზე, ლიდრების მთავარი განსახილველი თემა,  2017 წელს დაწყებული „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის შესახებ იქნება. ერდოღანი და ძინპინი შეხვედრაზე ასევე ორმხრივ და ეკონომიკურ ურთიერთობებს  და ამ თვალსაზრისით სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრებენ. ერდოღანს,   ჩინეთის   ვიზიტში თან ახლავს  მეუღლე, ემინე ერდოღანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ხაზინის და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მეჰმედ ნური ერსოი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, ვაჭრობის მინისტრი  რუჰსარ ფექჯანი,  პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნი, პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი და სხვები.



მსგავსი ინფორმაციები