სირიის რეჟიმის ძალებმა თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტზე თავდასხმა განახორციელეს

სირიის რეჟიმის ძალებმა თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტზე თავდასხმა განახორციელეს

1227413
სირიის რეჟიმის ძალებმა თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტზე თავდასხმა განახორციელეს

სირიის რეჟიმის ძალებმა იდლიბის პროვინციაში თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტზე კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელეს. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სადამკვირვებლო პუნქტის წინააღმდეგ სირიის სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან 3  საარტილერიო ჭურვი ისროლეს, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თურქეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ დაბომბვა რუსეთის მიერ მიღებული დაუყოვნებლივი ზომების შემდეგ შეწყდა.  იდლიბის პროვინციაში თურქეთის მიერ კონტროლირებული მეათე  სადამკვირვებლო პუნქტი  რეჟიმის ძალებმა 13 და 27 ივნისსაც დაბომბეს. სირიაში დეესკალაციის ზონები თურქეთის, რუსეთის და ირანის მოლაპარაკების შედეგად შეიქმნა.



მსგავსი ინფორმაციები