ეროღანმა G20 სამიტი სოციალურ ქსელ Twitter-ში შეაფასა

ეროღანმა G20 სამიტი სოციალურ ქსელ Twitter-ში შეაფასა

1227341
ეროღანმა G20 სამიტი სოციალურ ქსელ Twitter-ში შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იაპონის ქალაქ, ოსაკაში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტი სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებული განცხადებით შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ როგორც კაცობრიობისთვის ასევე  თურქეთისთვის სიკეთის მომტანი იქნება. პრეზიდენტმა სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებიც შეაფასა. „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები, გლობალური ეკონომიკის, გარემოს და სხვა მრავალი საკითხების დეტალურად ახსნის საშუალება მოგვეცა. აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან გამართული პირისპირ შეხვედრების ფარგლებში ქვეყნებს შორის, პოლიტიკური, სამხედრო, სავაჭრო და სხვა მრავალ სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში განხილვის შესაძლებლობა მოგვეცა. რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას კი ყველა საკითხი რაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს უკავშირდება კიდევ ერთხელ დეტალურად განვიხილეთ და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზეც ვისაუბრეთ. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს კი თურქეთ-საფრანგეთის ურთიერთობები და არსებული პრობლემების მოგვარების საკითხები განვიხილეთ. გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან პირისპირ შეხვედრაზეც ორ ქვეყენას შორის ურთიერთობები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განვიხილეთ. ინგლისი პრემიერ ტერეზა მეისთან შეხვედრაზე კი როგორც ორმხრივი ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენები, სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობები განვიხილეთ. ესპანეთის პრემიერ, პედრო სანჩესთან შეხვედრის დრის თურქეთ-ესპანეთის ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განვიხილეთ. ინდოეთის  პრემიერმინისტრ ნარენდა მონდისთან შეხვედრაზე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები განვიხილეთ. დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ასევე ინდონეზიის პრეზიდენტთან, იაპონიის პრემიერთან  და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთანაც გავმართეთ პირისპირ შეხვედრები, რომლებთანაც მსგავსი საკითხები განვიხილეთ,“ ნათქვამია ერდოღანის მიერ სოციალურ ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.  ერდოღანის დიდი ოცეულის სამიტის შეფასების  მესიჯი თურქულის გარდა  ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, ესპანურ და ინდურ ენებზე გავრცელდა.  


საკვანძო სიტყვები: #შეფასება , #Twitter , #სამიტი , #G20 , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები