თურქეთი ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეების დასჯას ითხოვს

სადიქ არსლანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 41-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

1225833
თურქეთი ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეების დასჯას ითხოვს

გაეროში თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა  სადიქ არსლანმა განაცხადა, რომ გაერო-ს სასამართლოსგარეშე აღსრულების გამომძიებლის, აგნეს კალამარდის მიერ ჟურნალის ჯემალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშს მხარს უჭერენ.  სადიქ არსლანმა,  შვეიცარიაში გაეროს ჟენევის ოფისში მიმდინარე,  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 41-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და გაერო-ს სასამართლოსგარეშე აღსრულების გამომძიებლის, აგნეს კალამარდის მიერ საუდელი ჟურნალის ჯემალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშს კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა რა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მან სიტყვით გამოსვლისას  კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აგნეს კალამარდის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშაოების დროს თურქმა სამართალდამცველებმაც შესაბამისი მხარდაჭერა და თანადგომა გაუწიეს. მისივე თქმით, საკითხის გამოძიებასთან დაკავშირებით თურქეთის მსგავსი ძალისხმევა არცერთ ქვეყანას არ გაუწევია. სადიქ არსლანმა ბოლოს ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პოზიცია კიდევე ერთხელ მტკიცედ დააფიქსირა და დასძინა, რომ მათი მოთხოვნაა, დანაშაულში მონაწილე ყველა პირი შესაბამისად დაისაჯოს.



მსგავსი ინფორმაციები