ერდოღანმა იაპონიაში გამგზავრების წინ ესენბოღას აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა

ერდოღანმა იაპონიაში გამგზავრების წინ ესენბოღას აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა

1225964
ერდოღანმა იაპონიაში გამგზავრების წინ ესენბოღას აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ  „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობის მისაღებად იაპონიაში გამგზავრების წინ ანკარაში ესებნოღას აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა რა, დღის წესრიგთან დაკავშრებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მან, S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის გამო აშშ-ს მხრიდან,  თურქეთზე შესაძლო სანქციების დაწესების საკითხზე დასძინა, რომ ტრამპის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმას არ ელოდება. „თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. ასევე ამერიკაც.  ნატოს წევრმა ქვეყნებმა ერთიმეორის მიმართ სანქციების დაწესება თუ დაიწყეს, ეს არ ვიცოდი. ამჟამად ჩვენ ამერიკასთან ურთიერთობებს მოკავშირეობის პოლიტიკით ვაგრძელებთ. დღემდის ბატონ ტრამპთან გამართული შეხვედრების დროს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას მისგან არ ველი, მაგრამ ქვედა პალატა მსგავს განცხადებებს ავრცელებს. ოსაკაში ტრამპთან პირისპირ შეხვედრა გვექნება. რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა S-400-ების საკითხი იქნება. ასევე განვიხილავთ სირიაში არსებულ ბოლო მდგომარეობას, მემბიჯის და  მდინარე ევფრატის აღმოსავლეთის და სხვა საკითხებსაც,“ განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით იმ შემთხვევაში თუ G20-ს სამიტზე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საკითხი დადგება დღის წესრიგში რა თქმა უნდა მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.



მსგავსი ინფორმაციები