ერდოღანი „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ოსაკაში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტს მუკოგავას ქალთა უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება გადაეცა

1225888
ერდოღანი „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ოსაკაში ჩავიდა
erdogan osaka fahri doktora.jpg
erdogan japonya1.jpg
erdogan japonya.jpg

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობის მისაღებად იაპონიის ქალაქ ოსაკაში ჩავიდა. ერდოღანს ოსაკას აეროპორტში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თურქეთის ელჩი ტოკიოში მურათ მერჯანი და სხვა პირები დახვდნენ. ოსაკაში ჩასულ თურქეთის პრეზიდენტს მუკოგავას ქალთა უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება გადაეცა.

ერდოღანი,  G-20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის, აშშ-ს და სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთანაც გამართავს პირისპირ შეხვედრებს, რომლებზეც ძირითადი განსახილველი თემა რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის საკითხი იქნება. თურქეთის პრეზიდენტი ლიდერებთან შეხვედრის დროს ასევე სირიის,  რეგიონალურ და სხვა საერთაშორისო  საკითხებზეც გაამახვილებს ყურადღებას. პრეზიდენტი ერდოღანი G-20-ის სამიტის, რომელიც ოსაკაში უნდა გაიმართოს, დასრულების შემდეგ ტოკიოში გადაინაცვლებს სადაც ასევე მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.



მსგავსი ინფორმაციები