ჩელიქმა პარტიის აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებთ განცხადება გააკეთა

ომერ ჩელიქმა პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებთ განცხადება გააკეთა

1225516
ჩელიქმა პარტიის აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებთ განცხადება გააკეთა

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებთ განცხადება გააკეთა.   

ჩელიქმა დასძინა, რომ საბერძნეთის პრემიერმინისტრს ალექსის ციპრასს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე თურქეთთან დაკავშირებით მცდარი პოზიცია უკავია და დაამატა: „(ციპრასი) ცდილობს თურქეთი და ევროკავშირი დააპირისპიროს. უარი უნდა თქვას ისეთი ცარიელი ფრაზების გამოყენებაზე როგორიცაა ‘თურქეთი გაბურღვითი სამუშაოების დაწყების წუთიდან მძიმე საფასურს გადაიხდის.’ ჩვენი პრეზიდენტის მიმართ უნდა გამოიყენოს პატივისცემის ენა. საბერძნეთის პრემიერმა უარი უნდა თქვას მუქარის ენაზე. თურქეთს მუქარების არ ეშინია. თურქეთი უარს არ იტყვის საკუთარ და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის უფლებებზე.“

სირიაში შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩელიქმა აღნიშნა: „იდლიბში რეჟიმი ღიად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. 300 ათასი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა, რუსეთს ჩვენს ღია პოზიციას ვაცნობთ. ყველას მოვუწოდებთ იყოს მგრძნობიარე რეჟიმის დარღვევების მიმართ.“

იგი ასევე შეეხო 2018 წლის 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის საქმეს და აღნიშნა: „ვხედავთ, რომ გაერომ ხაშოგის ანგარიში ობიექტურად მოამზადა, მას მთლიანად ვეთანხმებით. ანგარიში ჩვენი პრეზიდენტის მიერ გამოვლენილი ნების დადასტურებას ნიშნავს. ანგარიშმა ასევე აჩვენა, რომ თურქეთის რესპუბლიკას საჭიროა ბოდიში მოუხადონ. საჭიროა ეს მკვლელობა დაფარული იყო.“

ჩელიქი შეეხო რუსეთისგან მისაღები საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსების ადგილის საკითხს და დასძინა, რომ ეს თურქეთის შეიარაღებული ძალების მუშაობის ფარგლებში მოხდება.



მსგავსი ინფორმაციები