ხმების თითქმის მთლიანი რაოდენობა დათვლილია

ხმების თითქმის მთლიანი რაოდენობა დათვლილია

1223719
ხმების თითქმის მთლიანი რაოდენობა დათვლილია

სტამბოლში განმეორებით გამართული არჩევნების დასრულების შემდეგ ხმების თითქმის მთლიანი რაოდენობა იქნა დათვლილი.

წინასწარი მონაცემების მიხედვით, ბინალი ილდირიმმა ხმების 45,09%, ექრემ იმამოღლუმ კი 54,03% მიიღეს.

31 მარტის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ 6 მაისს მიღებული „სტამბოლის მერობის არჩევნების განმეორებით ჩატარებისა და სახალხო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის ექრემ იმამოღლუს მანდატის გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სტამბოლელებმა დღეს არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

არჩევნებში რესპუბლიკური ალიანსის (პარტია AKP ) კანდიდატი ბინალი ილდირიმი, სახალხო ალიანსის (პარტია CHP) კანდიდატი ექრემ იმამოღლუ, კეთილდღეობის (Saadet) პარტიის კანდიდატი ნეჯდეთ გოქჩინარი და პარტია სამშობლოს (Vatan) კანდიდატი მუსტაფა ილქერ იუჯელი იღებდნენ მონაწილეობას.



მსგავსი ინფორმაციები