სტამბოლელები დღეს ახალ მერს ირჩევენ
ახალი მერი ილდირიმი გახდება თუ იმამოღლუ?

დღეს სტამბულში მცხოვრები მოსახლეობა, განმეორებით არჩევნებში ახალ მერს აირჩევს, რომელიც მომავალი 5 წლის განმავლობაში მოემსახურება ამ მეგა ქალაქს. არჩევნებში, სამართლიანობისა და განვითარების პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის პარტიის ერთობლივი კანდიდატი, ექს პრემიერმინისტრი და ყოფილი პარლამენტის თავჯდომარე ბინალი ილდირმი და რესპუბლიკური სახალხო პარტიისა და კარგი პარტიის ერთობლივი კანდიდატი, ექრემ იმამოღლუ შეერკინებიან ერთმანეთს. დღევანდელ არჩევნებში სტამბულის 39 რაიონში, 10 მილიონი 560 ათას 963 რეგისტრირებული ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას და ექსპერტები მაღალ აქტივობას ელიან. თურქეთში მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს ჩატარდა, მაგრამ, საარჩევნო უბნების კადრების არასწორი დაკომპლექტებისა და ზოგიერთი უკანონობის გამო, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა და ახალი არჩევნები დღეისათვის დანიშნა. ასე რომ, დღეს საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურება რა, არაოფიციალური შედეგები გვიან საღამოსათვის ცნობილი გახდება
მსგავსი ინფორმაციები

ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50 ათას 96-მდე გაიზარდა
ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50 ათას 96-მდე გაიზარდა

შანლიურფასა და ადიამანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა
შანლიურფასა და ადიამანში 15 მარტს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა