თურქეთი გაერო-ს მიერ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშს აფასებს

თურქეთი გაერო-ს მიერ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშს აფასებს

1221875
თურქეთი გაერო-ს მიერ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშს აფასებს

თურქეთი, გაერო-ს სასამართლოსგარეშე აღსრულების გამომძიებლის, აგნეს კალამარდის მიერ ჟურნალისტ,  ჯემალ  ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით  მომზადებულ ანგარიშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და დამნაშავეების გასამართლებას ითხოვს. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ მოვუწოდებთ, გაერო-ს ყველა  წევრ სახელმწიფოებს და შესაბამის საერთაშორისო ორგანოებს  ამ რეკომენდაციების აღსრულებაში მხარი დაუჭირონ. გაერო-ს სასამართლოსგარეშე აღსრულების გამოძიების მიერ მომზადებული ანგარიში, თურქეთის შესაბამისი უწყებების მიერ დეტალურად წარმოებულ გამოძიებასაც ადასტურებს.“  გაერო-ს სასამართლოსგარეშე აღსრულების გამომძიებელი, აგნეს კალამარდი მიმდინარე წლის 28 თებერვალ - 3 მარტს შორის საკითხთან დაკავშირებით თურქეთში იმყოფებოდა. მან,  დაახლოებით ოთხ თვიანი სამუშაოს შემდეგ ჯემალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ Washington Post-ის საუდელი ჟურნალისტ  ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდია  პასუხისმგებელი.

შეგახსენებთ, რომ Washington Post-ის საუდელი ჟურნალისტი ჯემალ ხაშოგი  2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა, სადაც იგი  სასტიკი მეთოდით  მოკლეს.



მსგავსი ინფორმაციები