მუჰამედ მურსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობამ  სამძიმრის წერილები გაავრცელა

მუჰამედ მურსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობამ  სამძიმრის წერილები გაავრცელა

1220510
მუჰამედ მურსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობამ  სამძიმრის წერილები გაავრცელა

ეგვიპტეში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი პრეზიდენტის მუჰამედ მურსის სასამართლო დარბაზში გარდაცვალების შემდეგ თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებმა სამძიმრის წერილები გაავრცელეს. პარლამენტის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ სამძიმრის წერილში აღნიშნა: „მურსი, სამართლიანობის გვერდით მდგომი გმირი ლიდერი გახლდათ. მურსი,  პატიმრობაში იმყოფებოდა მაგრამ, ვინც იგი დააპატიმრა, მათზე თავისუფალი იყო. ეგვიპტელი ხალხს და ისლამურ სამყაროს სამძიმარს ვუცხადებ, ვიმედოვნებ, რომ მისი საპატიო ბრძოლა, მისი მებრძოლების მეგზური იქნება.“

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ: „ხუნტამ იგი მთავრობას ჩამოაცილა, მაგრამ მისი გზა არასოდეს წაიშლება. მორწმუნეები, მის მტკიცე დგომას არასოდეს დაივიწყებს.“

პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნი: „მსოფლიოს თვალწინ სისხლიანი გადატრიალების შედეგად მმართველობას ჩამოშორებული ეგვიპტეში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.“

სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესმდივანი ომერ ჩელიუქი: „ეგვიპტეში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი პრეზიდენტი არასამართლიანი გადატრიალების შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსულების სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ადამიანის ღირებულებებზე თავდამსხმელები, ცოცხლად ლპებიან. სასამართლოს დარბაზში დაღუპულის ცხედრისგანაც კი ეშინიათ. ის ვინც ცოცხლად ლპება, მკვიდრისაც კი ეშინია.“



მსგავსი ინფორმაციები