ბოდრუმის ღია წყლებში ნავი გადაბრუნდა

დაიღუპა 12 მიგრანი

1220011
ბოდრუმის ღია წყლებში ნავი გადაბრუნდა

 

მუღლას ოლქში მდებარე საკურორტო ქალაქ ბოდრუმის ღია წყლებში, არალეგალი მიგრანტებით სავსე სამგზავრო ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც, პირველადი ცნობებით  8 კაცი დაიღუპა. ოლქის გუბერნიის პრეს სამსხურიდან გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილს მიავლინეს  სანაპირო დაცვის კუთვნილი 2 სამაშველო გემი, 2 სამაშველო ვერტმფრენი და მყვინთავთა ეკიპაჟი, რომლებმაც შესძლეს 31 არალეგალის გადარჩენა. ამავე ინფორმაციით, ნავზე სულ 40-ზე მეტი კაცი იმყოფებოდა და დაკარგულად გამოცხადებულების ძებნა გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები