ერდოღანმა  ტაჯიკეთიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებთან საუბრისას  მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა  ტაჯიკეთიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას  მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1219214
ერდოღანმა  ტაჯიკეთიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებთან საუბრისას  მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოგანმა განაცხადა, რომ შეუძლებელია მათ შეაჩერონ რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვა. ერდოღანმა, ტაჯიკეთიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტებთან დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. „’S-400’ -ის შესყიდვაზე  უარის თქმა შეუძლებელია. საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ვიმედოვნებ, რომ მომავალ თვეში სისტემის თურქეთში გადმოცემა დაიწყება.  აშშ-ს მიერ ჩვენი თავდაცვის სამინისტროსათვის S-400-ბის საკითხთან დაკავშირებით გამოგზავნილი წერილის პასუხისათვის მუშაობა გრძელდება. უახლოეს ხანებში,  შეიძლება ამ  კვირაშიც  საპასუხო წერილი გაიგზავნება. S-400-ბის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მტკიცეა. რუსეთთან მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ამიტომ, შეუძლებელია მათი შესყიდვის  შეჩერება.  რაც შეეხება, ავიაგამანადგურებელ F-35-ის საკითხს, აშშ-სთვის წინასწარ 1 მილიარდ 250 მილიონი დოლარი გვაქვს გადახდილი. ჩვენ, ჩვენზე დაკისრებული ვალდებულება პირნათლად შევასრულეთ რა, ანალოგიურს ვითხოვთ მოპასუხე მხარისგანაც.   4 ერთეული ავიაგამანადგურებელი  F-35 გადმოგვეცა. ისინი ამჟამად არიზონაში იმყოფებიან. ჩვენმა პილოტებმა შესაბამისი განათლებაც მიიღეს მაგრამ, გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით სამწუხაროდ ჩვენი პარტნიორები არასწორად იქცევიან.  F-35-ების ზოგიერთი ნაწილები თურქეთში მზადდება. F-35-ების თურქეთზე გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილ კრიზის  G20-ის სამიტზე პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრაზე განვიხილავთ. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ტრამპსა და აშშ-ს სახვა ოფიციალურ პირებს შორის არათანმიმდევრული განცხადებები კეთდება რაც ქვეყნის მართვის პოლიტიკასაც არ შეესაბამება. ნურავის დაავიწყდება, რომ როგორც ამერიკა ასევე ჩვენც ნატოს წევრი ქვეყანა ვართ,“ განაცხადა ერდოღანმა თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრის დროს. 



მსგავსი ინფორმაციები