ერდოღანმა დუშანბეში გამართული აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის სამიტი შეაფასა
ერდოღანმა დუშანბეში გამართული აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის სამიტი შეაფასა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ტაჯიკეთის დედაქალაქ, დუშანბეში გამართული, აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის სამიტი სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებული განცხადებით შეაფასა. „სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე გავამახვილე ყურადღება. თურქეთი, მის ირგვლივ არსებული დინამიკის კეთილდღეობის და სტაბილურობის გადასაქცევად ყველა სჭირო ნაბიჯს დგამს. სამიტზე კიდევ ერთხელ მტკიცედ დავაფიქსირე, ჩვენი პოზიცია, სირიაში არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად და იერუსალიმის საკითხზე, რომელიც გლობალური პრობლემაა და აღვნიშნე, რომ მის მოსაგვარებლად ერთობლივი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
სამიტის ფარგლებში ასევე მქონდა ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობა მათ შორის, ირანის, ჩინეთის და უზბეკეთის პრეზიდენტებთან. ასევე შევხვდი კატარის ემირ, შეიხ თემიმ ბინ ჰამედ ალ სანის, რომლებთანაც ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხები განვიხილეთ. იმედს გამოვთქვამ, რომ აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის სამიტი ყველა მონაწილე ქვეყნისათვის სასიკეთო იქნება. ასევე პირველ რიგში მასპინძელ ტაჯიკეთს და ყველა დამსწრე სახელმწიფოების ლიდერებს გამოჩენილი ყურადღებისათვის მადლობას ვუხდი,“ აცხადებს, პრეზიდენტი ედროღანი, აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის სამიტის შეფასებისას.